ჩანაწერი
Laravel
ბერიკაცის გოდება
თვალს მიეფარნენ წლები რა მალე,
ცივი ზამთრის და ცხელი ზაფხულის,
მოგონებები მუდამ თან დამდევს
და გადავყავარ ფიქრებს წარსულში...
მაოცებდა და როგორ მალხენდა
ხალასი ტრფობის სხივი ულევი,
დარდიც მარგუნა ბედმა თავნებამ,
უნაპირო და განუკურნელი.
დრომ შებრალება ოდნავ არ იცის,
გამომტაცა და ღონე წამართვა,
გარდუვალია, მაინც განვიცდი,
წუთისოფლის მგზავრს - შემომაღამდა.
ჩაცხრა ვნებები, ტკივილს მიმძაფრებს,
არის ცხადი და არის ნათელი,
ჩამოიბურა ციდან მიწამდე -
სურვილისა და ნატვრის სარკმელი.
თვით ღიმილსაც კი ვეღარ ვიფერებ,
გულს შემოეჭდო სევდა მზაკვარი,
აი, მესტუმრა მძიმე სიბერე,
ასე გასრულდა ერთი ზღაპარი.
ცივი ზამთრის და ცხელი ზაფხულის,
მოგონებები მუდამ თან დამდევს
და გადავყავარ ფიქრებს წარსულში...
მაოცებდა და როგორ მალხენდა
ხალასი ტრფობის სხივი ულევი,
დარდიც მარგუნა ბედმა თავნებამ,
უნაპირო და განუკურნელი.
დრომ შებრალება ოდნავ არ იცის,
გამომტაცა და ღონე წამართვა,
გარდუვალია, მაინც განვიცდი,
წუთისოფლის მგზავრს - შემომაღამდა.
ჩაცხრა ვნებები, ტკივილს მიმძაფრებს,
არის ცხადი და არის ნათელი,
ჩამოიბურა ციდან მიწამდე -
სურვილისა და ნატვრის სარკმელი.
თვით ღიმილსაც კი ვეღარ ვიფერებ,
გულს შემოეჭდო სევდა მზაკვარი,
აი, მესტუმრა მძიმე სიბერე,
ასე გასრულდა ერთი ზღაპარი.
Laravel
კომენტარი
0