შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სინონიმები სტრიქონებად

გაფითრდა და გაფერმკრთალდა ღამე,
ცაა ეგზომ კრიალა და სუფთა,
დილა რწმენით და იმედით მავსებს,
უფრო ძლიერ და ღონივრად ვსუნთქავ.

ტყემლის თეთრი და ქათქათა ტოტი,
ორღობეს რომ უხდება და ამკობს,
მეგებება ამბორით და კოცნით,
მაინც როგორ, რანაირად მათრობს.

ბროწეულებს სულ ახლოს და თვალწინ -
მოედოთ და მოეკიდათ ცეცხლი,
ნეტავ რა სჯობს ვარდობისთვეს - მაისს,
ჟღურტულსა და ტკბილგალობას მერცხლის.

ირგვლივ ბრწყინავს და ხასხასებს მოლი,
სიო აკრთობს, ამღელვარებს ოდნავ,
ეს დღე არის განცდისა და გრძნობის,
სხვა განცდა და სხვა გრძნობაა სოფლად
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →