შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ზამთრის მწუხარე მელანქოლია

იანვრის ყინვამ მზის სხივი მკრთალი -
მთლად წარიტაცა და შთანთქა სრულად,
ეზოს არ ალხენს ჩიტთა ჟრიალი -
შეციებულნი - სად შეყუჟულან.

არ იმშვენებენ ხეები ღიმილს,
დგანან უჩუმრად, გატრუნულები,
მაინც რა დიდხანს, ვნებაგაცლილი
ისმის კივილი, ტყისპირს - ტურების.

მოწყენილია ყველა ორღობე,
არ ჭრიალებენ აღარც ურმები,
ბუნება ირგვლივ აშკარად გოდებს,
ბუნება ნაღვლობს სასწაულებრივ.

. . . უიმედობას ვამარცხებ ახლაც,
და რომ დამთრგუნოს, მე არ მგონია,
იმედის ძალას ვერ დამიკარგავს
ზამთრის მწუხარე მელანქოლია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →