შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ბუხართან

ბუხარო, გეტრფი რარიგად -
გრძნობით წრფელით და მხურვალით,
შენ მანუგეშებ, ცხადია,
რამდენ ტკივილთა მკურნალი.
გიმხელ სადარდელს - არ ვმალავ,
გიმხელ სურვილს და მოლოდინს,
ეჭვს გარეშეა, არ გამთქვამ
და მიერთგულებ ბოლომდის.
არასდროს ჩაქრე, ბუხარო,
მირიად ფიქრში გართული,
კვლავ მომიყევი უბადლოდ -
ძველი ამბები წარსულის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →