ჩანაწერი
Laravel
როდესაც არ თოვს
ზამთარში მუდამ მე გული მწყდება,
როდესაც არ თოვს,
ფიფქთა ფარფატი მანიჭებს შვებას
და ისევ მართობს.
უთოვლო ზამთარს ჩემს ბაღში ვდგავარ
სულ მარტოდმარტო,
ათოვდეს ხეებს, ათოვდეს ახლა -
ო, როგორ ვნატრობ.
ვეძებ სიჩუმეს, სიჩუმეს სპეტაკს
და ეგზომ სანდოს,
ძალა ეძლევა ქარაშოტს ვერაგს,
ვწუხვარ და ვდარდობ.
განცდა მხურვალე მაქვს მთლად გამქრალი,
ოდნავ არ მათბობს,
ზამთარში მუდამ ვარ შესაბრალი,
როდესაც არ თოვს.
როდესაც არ თოვს,
ფიფქთა ფარფატი მანიჭებს შვებას
და ისევ მართობს.
უთოვლო ზამთარს ჩემს ბაღში ვდგავარ
სულ მარტოდმარტო,
ათოვდეს ხეებს, ათოვდეს ახლა -
ო, როგორ ვნატრობ.
ვეძებ სიჩუმეს, სიჩუმეს სპეტაკს
და ეგზომ სანდოს,
ძალა ეძლევა ქარაშოტს ვერაგს,
ვწუხვარ და ვდარდობ.
განცდა მხურვალე მაქვს მთლად გამქრალი,
ოდნავ არ მათბობს,
ზამთარში მუდამ ვარ შესაბრალი,
როდესაც არ თოვს.
Laravel
კომენტარი
0