ჩანაწერი
Laravel
როცა შემიყვარდი
ცივი ზამთრის საღამოთა ბინდმა -
ვერ შემუსრა გრძნობა წრფელი, ნაღდი,
ვლოცავ იმ დღეს, უღრუბლოს და მზიანს,
როს გიხილე, როცა შემიყვარდი.
ძნელად სავალ ბილიკებზე სისხამს -
აღარ მოჩანს ოდნავ ეკლის ბარდი,
ვლოცავ იმ დღეს, უღრუბლოს და მზიანს,
როს გიხილე, როცა შემიყვარდი.
გული ახლა ტრფობით სავსე ბრწყინავს,
შორს დავტოვე ო, რა ბევრი დარდი,
ვლოცავ იმ დღეს, უღრუბლოს და მზიანს,
როს გიხილე, როცა შემიყვარდი.
ვერ შემუსრა გრძნობა წრფელი, ნაღდი,
ვლოცავ იმ დღეს, უღრუბლოს და მზიანს,
როს გიხილე, როცა შემიყვარდი.
ძნელად სავალ ბილიკებზე სისხამს -
აღარ მოჩანს ოდნავ ეკლის ბარდი,
ვლოცავ იმ დღეს, უღრუბლოს და მზიანს,
როს გიხილე, როცა შემიყვარდი.
გული ახლა ტრფობით სავსე ბრწყინავს,
შორს დავტოვე ო, რა ბევრი დარდი,
ვლოცავ იმ დღეს, უღრუბლოს და მზიანს,
როს გიხილე, როცა შემიყვარდი.
Laravel
კომენტარი
0