შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ეპიტაფია

გასრულდა მაინც რა სწრაფად
ჩემი სავალი ბილიკი,
დავემშვიდობე საწუთროს
სინანულით და ტკივილით.
მიხილავს მზის ელვარება,
ცივი ავდრებიც, დამღლელი,
გულს მემჩნეოდა იარა,
მშფოთვარე წლების ნახმლევი.
- ლექსი უყვარდა რარიგად,-
ის იტყვის ვინც მომიგონებს,
ვუმადლი არსთა გამრიგეს,-
ღამეს ვუთევდი სტრიქონებს.
გასრულდა ჩემი ბილიკი -
სევდის ლიპი ქვით ნალესი,
მიწას ჩავბარდი მშობლიურს -
გოგბერაშვილი ალექსი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →