შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გიორგიოს ვაფოპულოს. ტრაგიკული სიმფონია

ო, ხსოვნავ, ჩემს სულს ერინესებრ ადევნებულო,
ბნელო აჩრდილო, ტყუილად რომ ეძებ სიმშვიდეს,
გულგრილად ვიტან მე შენს მტრობას, შურით ვნებულო,
მაგრამ სულს მიხშობს რაღაც უცხო ძალის სიმძიმე.
ბრძოლების ზათქში ჩამუქებულ ოკეანიდან,
დამარცხებული, დამსხვრეული კართაგენიდან,
აზავთებული გრძნობების ზღვა ჩემში გადმოდის
აბორგებული შენი მზერით, ო, პოსეიდონ!


(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →