შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

კონსტანტინოს კავაფის. სურვილები

ვით ნორჩი სხეულები, ადრე გარდაცვლილების,
ცრემლით რომ გამოკეტეს ბრწყინვალე აკლდამებში,
ისე, აუხდენელი ის ჩვენი სურვილები,
თავით ბროწეულებით, ფერხთით იასამანით,
ჰგვანან ტრფობის სიამეს ზაფხულის თეთრ ღამეში,
ან დილის ბრწყინვალებას მოციაგე მთიებით.


(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →