შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გიიომ აპოლინერი. შემოდგომა

მოხრილი გლეხი მიუყვება ბინდიან შარას
და ხარს მიუძღვის შემოდგომის დაბურულ ნისლში
უშნო სოფლების სიღატაკეს ბურუსი მალავს

მიდის მიარღვევს ტალახს მძიმედ ჩაფლული ფიქრში
მღერის ღალატზე სიყვარულზე რომ იყო წრფელი
მღერის ბეჭედზე და ტკივილზე გაბზარულ გულის

ო შემოდგომა შემოდგომა ზაფხულის მკვლელი
ორ ნაცრისფერ ლანდს მალე შთანთქავს წყვდიადი სრული

(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →