შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

პოლ ვერლენი. Soleils couchants

ჩამავალი მზეები

მიმქრალ რიბირაბოში
იღვრებიან მინდვრებზე
მიძინებულ მზეების
მსუბუქი აჩრდილები.
ჩუმი მელანქოლია
უტკბილესი ჰანგებით
გულის სიმებს ათრთოლებს
და მავიწყებს ანაზდად
მილულული მზეების
მორიალე ფანტომებს.
ჩუმი მელანქოლიის
წითელი ფანტომები-
მიჯრით მიწყობილები,
ცხელ ქვიშაზე წვებიან.
ზმანებებით გათანგულ,
უჩვეულო ხილვებში
ვებერთელა მზეები
როკვით მიირწევიან.



(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →