შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

პოლ ვერლენი. შემოდგომის სიმღერა

როს შემოდგომის ვიოლოებს
გაუდის კვნესა,
გული მიკვდება,
ერთფერობის
სიმძიმე მგესლავს;
გარდასულ დღეთა
მოგონება
ტირილით მახრჩობს,
როცა საათი,
სულთმობრძავი,
უღონოდ რეკავს...
ქარს მივაშურებ
- მიუსაფარს,
ეულს და ობოლს,
მიმომაქროლებს
აქეთ-იქით, როგორც
მკვდარ ფოთოლს.



(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →