შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

წუხელ იწვიმა

წუხელ იწვიმა...
ჩამოიტირა ზეცამ თავპირი....
წვიმის ორკესტრი მღეროდა სონეტს
და ბნელი ღამე, როგორც ვამპირი
ზაფხულს ალეწდა გაცვეთილ ლორნეტს....

წუხელ იწვიმა..
სხეულს იბადნენ ყურძნის მტევნები
და ქანაობდნენ როგორც ეჟვნები,
ვარდებს თვალებზე ეკიდათ ცრემლი
მიწას ეყარა ფოთლები ტყემლის.....

წუხელ იწვიმა...
კაკალზე მღერდა ჭრელი ზარნაშო,
გამალებულიც დაძრწოდა ქარი,
და ალიონსაც წუხელ ქარნაშობს
ჯერ არაფერი ეტყობა დარის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →