შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ძროხა

ვინ დატოვა კარი ღია?!
ძროხა ვინ შემოუშვა?!
ძროხამ ვარდი შემიჭამა.
ძროხა ვინ შემოუშვა?!
ძროხამ მოლზე მოისაქმა.
ძროხა ვინ შემოუშვა?!
ძროხამ მანდარინი ჭამა.
ძროხა ვინ შემოუშვა?!
ძროხამ ერთიც დაიბღავლა.
ძროხა ვინ შემოუშვა?!
ძროხამ ღობე გამითელა.
ძროხა ვინ შემოუშვა?!
კაი მოზრდილი ქვა ავიღე.
ძროხა ვინ შემოუშვა?!
შიგ ნეკნებში მოვახვედრე.
ძროხა ვინ შემოუშვა?!
დაიბღავლა ტკივილისგან.
ძროხა ვინ შემოუშვა?!
ძლივს გავაგდე საქონელი.
ძროხა ვინ შემოუშვა?!
ხბო მივიდა იმ ძროხასთან,
დაუყნოსა ჯიქანი.
ძროხამ თავი აულოკა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →