შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ამდენი შეკითხვით აღარა ვარ

რეზო თებიძე 7 წლის წინ
ამდენი შეკითხვით აღარა ვარ,…
საიდან, საიდან ვიწყები?
ვბერდები და მაინც
ერთი სოფლელი ბაღანა ვარ,
ხელისგულები სავსე მაქვს
ხის პწკალებით და ხიწვებით;
ტანფეხი გადაკოცნილი მაქვს
ეკლებითა და ბაძგებით,
მადლობა, ეკალ-ბაძგებივით
ჩემი კოცნით თუ გაძღებით!
გთხოვთ, აზრები დაალაგოთ,
სწორედ იმის გამო გიწყრებით,
რომ
თქვენ,... თქვენ ისე ლაპარაკობთ,
ვითომ ცხრა მთის იქით იწყებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →