შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მაძებარი ვარ ყოველი ლანდის

რერე აქ 1 წლის წინ
შენი ვნებების ჰაერის მდევარს
სიტყვა მიელვარებს — სიმშვიდის განცდას.
მაძებარი ვარ ყოველი ლანდის,
მთვარეობისას ღამეს რომ ჩრდილავს.

დიდი ხანია, თოვლიც კი მხიბლავს —
ვიტყვი და მჯერა ფიფქების ცვენის.
მაძებარი ვარ ყოველი ლანდის,
შენს ფერკმთალ კანზე ცვარად რომ ჩნდება.

და თუ ვუტოლდები ნაბიჯით კლდეებს,
თოვლიან კიდეს, ქარიშხლის ბუდეს —
მაძებარი ვარ ყოველი ლანდის,
ამ მთების გაღმა ღამეს რომ ათევს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →