შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

იანვრის ამბორი

რერე აქ 1 წლის წინ
იანვრის ამბორმა თავი მომისპო —
მკრთალი სხეული რომ მომეკვრება…
ამ ბედად ქარასაც გავაყოლებ
დაუსრულებელ ფიქრების დენას.

ფიქრების ზღვაა — თაფლივით მზერა,
თითქოს ეს ფერიც მეც მოერია.
უეცრად მეგრძნო, რა მაბრკოლებდა —
თურმე ყოფილა ჰაერთა რევა.

უცნაურია — რომ დუმილად მხედავ,
უცნაურია — რომ ყველგან გხედავ…
ბედი არ გინდა — დუმილს ემსგავსო?
ბედი არ გინდა — ერთხელ მეღირსო?

პირველი თვეა — ბოლო თვემდე…
სადღაც შუაში, შემოდგომაზე,
შენს მკრთალ ბაგეებს უიმედობის
კვლავ მოვიაზრებ — ვეამბორები.

წუთიც და წამიც უსასრულოა…
ბევრჯერ დავბრუნდი — მეორედ, წრეზე…
შენზე ფიქრები ვერ მოვიშორე —
ხანც ეს დარდი უშენობაზე.

გიძღვნი ამ ლექსს — და დასასრულია…
რა მდაბიო ვარ — ნაწყვეტთა ბოლოს!
სად გაგიგია — ორი ემსგავსოს,
ერთად ორივეს გადაეაროს…

ნუ მოიწყენ, ჩემო მთვარეო !…
თავსატეხია ეს ჩემი მდელო.
ნუღარ იზრუნებ — შორია უკვე…
პასუხი ცხადზე ცხადია —
‘ ხელოვანი ვარ ‘— როგორ მოვიქცე?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →