ჩანაწერი
Laravel
მე არასოდეს
მე არასოდეს განვმეორდები
და არც პაუზა არსებობს დროში,
უკუნითს მშვიდად დაველოდები
სული რომ ვეღარ გაუძლებს მძორში.
მე გავფრინდები, არა სხვებივით,
არამედ უცხოდ, არც უჩვეულოდ,
ღრუბლებს გავაპობ უცხო გემივით,
არც თქვენ დაგტოვებთ აქ უსეიროდ.
მთებს შემოვარტყამ წრეზე ირაოს,
თვალს შემოვავლებ ყველაფერს მიწად,
და ბოლო ნატვრა - მინდა იაროს
ყველა მოკვდავმა უკვდავზე მშვიდად.
/ჩრდილია/
და არც პაუზა არსებობს დროში,
უკუნითს მშვიდად დაველოდები
სული რომ ვეღარ გაუძლებს მძორში.
მე გავფრინდები, არა სხვებივით,
არამედ უცხოდ, არც უჩვეულოდ,
ღრუბლებს გავაპობ უცხო გემივით,
არც თქვენ დაგტოვებთ აქ უსეიროდ.
მთებს შემოვარტყამ წრეზე ირაოს,
თვალს შემოვავლებ ყველაფერს მიწად,
და ბოლო ნატვრა - მინდა იაროს
ყველა მოკვდავმა უკვდავზე მშვიდად.
/ჩრდილია/
Laravel
კომენტარი
0