შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ძვირფასო II

ძვირფასო, ძვირს ფასობს ცხოვრებით ტრფიალი,
ნუ იტყვი რამდენი მთებია... ნუ იტყვი...
რამდენჯერ თვალების სიმწარით მტვრიანის
დახუჭვა მოგიწევს თუ ელი, თუ იტრფი.
სათვალავს დაკარგავ უსულო აისის,

უზომო გრძნობების მწარეა სიმწარე,
ტკივილის დამალვის უაზრო ხალისი
იწყება იმ დღიდან თუ ერთხელ იწამე.

ძნელია და მაინც გიხდება გაძლება,
ძნელია და ბოლო მიზანიც შორია,
იცოდე, სიშორე ერთ დღესაც გაქრება
სიშორე, რომელიც ეს წლები გგონია.

/ჩრდილია/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →