შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შარია შარები შორეთის; ..

შარია შარები შორეთის;
შრიალი იციან შქერებმა.
შორსაა - აქედან შატბერდი;
შორსაა - აქედან შარაგზა.

სულ იქით, სულს იქით - სულ მზეა;
სუნთქვის და სიცოცხლის საუფლო!..
სამყარო სიკვდილის სულზეა
სიშორის, სიავის სამყარო!..

ავყაროთ!.. ავგლიჯოთ არხოტზე
ავ კაცთა მოდგმა და ჯილაგი!..
ავტეხოთ ღრიალი, აღვშფოთდეთ!..
ავტეხოთ, ძველ ხმლების ფრიალი!..

გავდენოთ!.. განვდევნოთ!.. გავყაროთ
გრიგალი - გულიდან გუგუნებს!..
ფიალა დაემსხვრა დედას და
ხმლით ხელში დგას და გვიყურებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →