შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ყოვლისმცოდნე ხალხი ჩვენთან ბევრია

მიკვირს მორალს რად
გვიკითხავ კაცო,როცა თავად
წარიკვეთე სასო,
ან რად იწყებ ურყევ ტრფობის ლანძღვას,
რად ავრცელებ ხალხში
მტრობის მარცვალს.
რად გინდა რომ ბრაზით სიტყვა
ყარო,სიბოროტით დაგვიმლაშო
წყარო.
რად მოგშლია ბეჩავ რწმენის სვეტი
ფიქრი არ გაქვს შუღლის თესვის მეტი.
რად გგონია ყველას სიტყვა ფარსი
დააფასე სწორ შენიშვნის ფასი
ვიცი არ ვარ ბეჩავ შენზე მეტი
თუმცა და-ძმურ დარიგებას გეტყვი
თავს ნუ იჩენ ყოვლისმცოდნედ კარგო
ამას გიჯობს ხალხში სითბო დარგო
თუკი გითქვამს ორი სიტყვა გრძელი
ნუ გგონია შენი თავი ბრძენი

ს.ქობალია
06/06/2025
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →