ჩანაწერი
Laravel
კენგურუმ თავის შვილები...
კენგურუმ თავის შვილები სწრაფად ჩაისვა ჩანთაში,
დასასვენებლად წაიყვანს, ზღვაზე, სოფელში ან მთაში.
-ისიც ეყოფათ ზამთარში ჩანთაში რომ ისხდებიან,
სადმე კურორტზე წავიყვან ზამთრამდე გაკაჟდებიან.
კოდალამ უთხრა კენგურუს: - კვალი გატყვია გარჯისო,
ფეხით გაუშვი ბავშვები ცოტათი გაივარჯიშონ.
რას დაგყავს ჩანთით, შეხედე ჩემს მშრომელ, ჭკვიან ბიჭებსო,
აგერ უმცროსი ბარტყიც კი ერთად ცხრა ჭიას იჭერსო.
ეწყინა დედა კენგურუს, კოდალას უთხრა ბრაზითო:
-შენი ბარტყები ჯობია ჩემს შვილებს შენი აზრითო?
არ იცი რა საშიშია, ბავშვი რომ დედას ცილდება,
მიწაზე დავსვა და მერე ფეხები გაუცივდებათ.

კომენტარი
0