ჩანაწერი
Laravel
წერილი ლაპლანდიიდან ბებიას
ბებო წერილს გწერ შორიდან,
იქ სადაც დიდი თოვლია,
აქ არც პალმები შრიალებს
და არ დაფრინავს თოლია.
თეთრია მთები, გორები,
ყველა გუნდაობს, სრიალებს,
მე ყინულზეც კი დავდივარ,
ზოგჯერ სწრაფადაც ვტრიალებ.
აქ სულ ახალი წელია,
თოვლის პაპაც კი არ დნება,
როცა ინატრებ საჩუქრით,
მაშინვე შენთან გაჩნდება.
ალბათ მოგინდა აქ ყოფნა,
სრიალს გასწავლი ჩამოდი,
იცი, დღეს ჩვენი ნაკრები
ახალი ნომრით გამოდის.
აბა, დროებით, ნახვამდის,
კარგად იყავი ბებიკო,
წერილი შენთვის დაწერა
ჩემი კარნახით დედიკომ.
იქ სადაც დიდი თოვლია,
აქ არც პალმები შრიალებს
და არ დაფრინავს თოლია.
თეთრია მთები, გორები,
ყველა გუნდაობს, სრიალებს,
მე ყინულზეც კი დავდივარ,
ზოგჯერ სწრაფადაც ვტრიალებ.
აქ სულ ახალი წელია,
თოვლის პაპაც კი არ დნება,
როცა ინატრებ საჩუქრით,
მაშინვე შენთან გაჩნდება.
ალბათ მოგინდა აქ ყოფნა,
სრიალს გასწავლი ჩამოდი,
იცი, დღეს ჩვენი ნაკრები
ახალი ნომრით გამოდის.
აბა, დროებით, ნახვამდის,
კარგად იყავი ბებიკო,
წერილი შენთვის დაწერა
ჩემი კარნახით დედიკომ.
Laravel
კომენტარი
0