შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

საქართველო მიყვარხარ

ჰორიზონტთან მთები ჩანს,
ცა - ჰორიზონტს იქითაც,
ტბა ისეთი ვიწროა
მგონი დალევს ჭიქითაც.

გვერდით ძველი ციხე დგას,
უჰ, რამდენი წელია...
ეს გზა მისკენ სავალი
რა შორს გაუწელიათ.

პაწაწინა ბილიკებს
ხან საყდრისკენ მიყავხარ,
რა ლამაზი მხარეა...
საქართველო მიყვარხარ!




Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →