შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დედამ მითხრა რომ...

დედამ მითხრა რომ ბავშვები
თეთრ წეროებს მოყავთო,
კომბოსტოდან აიყვანენ
თუ ვინმეს ჩამოგავთო.

ერთხელ ორი მოუყვანა
ჩვენს მეზობელს პატარა
დიდები და ფუნფულები,
ნეტავ რითი ატარა?

მეც რომ მინდა და-ძმა მყავდეს...
წერო სად დაფრინავსო?
შეამოწმოს იქნებ ჩემს დას
კომბოსტოში ძინავსო.

მამამ მითხრა მიწერეო
სულ გავავსე ფურცელი,
მოფრინდეს და ჩაუფუშოს
დედას დიდი მუცელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →