შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ამაო ნაწერები წარსულიდან

კაენო 2 წლის წინ
მე მსურს... ან უბრალოდ მეტად მინდა
შენს თვალებზე ვნახო ცრემლად
ჩემი აზრის გამარჯვება.
შევსვა ღვინოდ წვეულება და ვიხილო მუხლად მდგომი
შენი ცეცხლში მოგიზგიზე აზროვნების ამოება.
სიტყვად ითქვას , შენს ბაგეებს დასცდეს ჩემთვის პატიება ,
რადგან ცეცხლი ჩვენს ოცნებებს წარმოსახვით ემალება.
გედგას თვალწინ ჩემი კერპი,
პაგანიზმა ჩაანაცვლოს შენს გონებას მოდებული სიყვარულით პატიება.
შენი პადრეც მე გავხდები, ჩავანაცვლებ ყოველ წმინდანს.
საბოლოოდ შენს ჟაბოსაც დაამშვენებს ჩემი გერბი.
მაგრამ მაინც თუ ოდესმე შეწყვეტ ჩემზე აზროვნებას
თუ სამყაროს წარმოიდგენ სხვისი სახის გადმონაშთით
არ შეგარჩენ, შენს ლამაზ ტვინს ჟაკანივით განგიგმირავ.
არ შეგრჩება ერთი ლუკმაც და ბოლო წუთს
საბზა მაინც ჩაგიკეტავს სიყვარულით მოსაუბრე სულს.
საგასავით გაიჟღერებს , ჩემი წიგნი ხალხში,
სავანაა შენთვის მისი ფასი .
საკეს მოსვამ სიკვდილისას და ბოლოს მაინც...
საკვოიჟით წაიმძღვარებ ჩემი სახის ხატს.
2019
Laravel

კომენტარი

1
ლექსად ძალიან კარგია თუმცა ცოტა აგრესიული ხომ არ არის ?
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →