შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ზამთრის სიზმარი

ზამთრის სიზმარი

დეკემბრის ქარებს ჩააწყნარებს იანვრის თოვა!
მოწმენდილ ზეცას კვლავ აამღვრევს ნისლების ჩქერი
თოვლით მოფიფქულ გზაზე ქალის ნაკვალი მოვა,
და როიალის კლავიშებსაც აუვა მტვერი.

აუვა ფიქრებს უცნაური ნატისუსალი,
შენ მოსულხარ და მერე ისევ უკან წასულხარ!
ეს თუ ასეა, შეგრჩენია
გრძნობის მისხალი,
მიხარია რომ გიყვარვარ
და სულაც არ გძულვარ.

დეკემბრის ღამით ხილული ეს მოკლე სიზმარი,
ვერ გავარკვიე თვალებმა სად გადააფრინეს!
ეს შენ იყავი? ნუ მიმალავ, მართლა მითხარი,
რომ ჩემთან მოხველ, დაბრუნება კვლავ დააპირე.

ფრიდონი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →