შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

აპრილის წვიმა

აპრილია და წანწკარა წვიმებს,
რაღაც სხვაგვარი მუზა თან ახლავს...
მარტოობისჟამს სევდა მიშვილებს,
მომენატრება შენი დანახვა.

აპრილია და ამ გაზაფხულზე,
რა უჩვეულოდ ცივა, ნისლია...
ნეტავი ეს დრო მალე დასრულდეს
და შენთან ვიყო ჩემო ნიბლია.

გამოიდარებს ალბათ, ხვალ ან ზეგ!
მზე გააღვიძებს მძინარე იებს
და დაუკემსავს აპრილს კაბაზე,
ლურჯ ყვავილებით ნაქარგ არშიებს.

მომენატრება შენი დანახვა,
მარტოობისჟამს ლექსი მიშვილებს!
რაღაც სხვაგვარი სევდა თან ახლავს,
აპრილის თვეში წანწკარა წვიმებს.

ფრიდონ ზოიძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →