ჩანაწერი
Laravel
ამოიჩემებ
ხვალ ამ ლექსს ალბათ ამოიჩემებ
და უამრავჯერ გადაიკითხავ...
უბის წიგნაკშიც ამოიწერე!..
მე ლექსებს ვწერდი და შენ დღიურებს...
მერე კი ჩუმად სადღაც მალავდი...
ამბობდი: არ მსურს გამომზეურდეს!
მე გიგზავნიდი ფერად ქაღალდებს
ლექსებით, სადაც შენ გახსენებდი...
ჩემი გრძნობებიც ასე გაგანდე!
გაგანდე და რა?! ხმაც არ გამეცი,
არად ჩააგდე მიჯნურის მუზა...
აღარ უშველე ჩემს გულს დამეწყრილს!
მე ამის მერე დროების ღელემ,
წამიღო როგორც მომსკდარი კორდი...
გადასარჩენად ვიქნევდი ხელებს,
მაგრამ დინებას მაინც მივქონდი!
* * *
ვეხეთქებოდი ქვებს და ნაპირებს,
ვირეცხებოდი გზადაგზა ჰო და,
ახლა როცა ზღვას მივუახლოვდი,
რაღა გატირებს?!
ფრიდონ ზოიძე
და უამრავჯერ გადაიკითხავ...
უბის წიგნაკშიც ამოიწერე!..
მე ლექსებს ვწერდი და შენ დღიურებს...
მერე კი ჩუმად სადღაც მალავდი...
ამბობდი: არ მსურს გამომზეურდეს!
მე გიგზავნიდი ფერად ქაღალდებს
ლექსებით, სადაც შენ გახსენებდი...
ჩემი გრძნობებიც ასე გაგანდე!
გაგანდე და რა?! ხმაც არ გამეცი,
არად ჩააგდე მიჯნურის მუზა...
აღარ უშველე ჩემს გულს დამეწყრილს!
მე ამის მერე დროების ღელემ,
წამიღო როგორც მომსკდარი კორდი...
გადასარჩენად ვიქნევდი ხელებს,
მაგრამ დინებას მაინც მივქონდი!
* * *
ვეხეთქებოდი ქვებს და ნაპირებს,
ვირეცხებოდი გზადაგზა ჰო და,
ახლა როცა ზღვას მივუახლოვდი,
რაღა გატირებს?!
ფრიდონ ზოიძე
Laravel
კომენტარი
0