ჩანაწერი
Laravel
უსათაურო
უსათაურო
არც ჩუმ ფიქრებში დამიძახო აღარასოდეს
და არც ოცნებებს გააკარო ჩემი სახება!
შორი წარსულის არც ერთი დღე, არ მსურს მახსოვდეს,
იმ ჯოჯოხეთში არაფერი არ მესაქმება.
მორჩა, დავხურე ყველა კარი, ყველა ფანჯარა,
ჩამოვაფარე შინდისფერი, ფარდები ფანჯრებს!
წინ მხოლოდ მშრალი, უსასრულო მელის გზა-შარა
უდაბნოეთის მსგავსი, სადაც ებრძვიან ქარ-ცეცხლს.
აღარც სიზმრებში მიხმო, თუნდაც
გახდე მისანი,
ვერ შემოაღწევს სულში შენი ჯადოს მაგია!..
მე პოეტი ვარ, პოეტი ვარ და შეგიცანი,
რაღაცნაირი წინათგრძნობა მეც გამაჩნია!
იმ ჯოჯოხეთში არაფერი არ მესაქმება,
შორი წარსულის არც ერთი დღე არ მსურს მახსოვდეს!
ოცნებებს აღარ გააკარო ჩემი სახება,
არც ჩუმ ფიქრებში დამიძახო აღარასოდეს.
ფრიდონ ზოიძე

კომენტარი
0