შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გზები

პოეზიელი 3 თვის წინ
ღამე უშენობით მთვრალი,
ცრემლად მონატრებას აქცევს,
მინდა ერთხელ მოგკრა თვალი,
დარდად სიყვარული მაწევს,

ვიცი გაივლიან წლები,
შენსკენ გამოვყვები ქარებს,
ყოველ განთიადზე ქრები
სანამ შემომხვებდე მკლავებს,

ახლა პოეზია მათბობს
ყველა მოგონებით შენზე,
დღიურს უჩვენობა ათოვს
ყველა ისტორია ჩვენზე,

ვიცი მოყვებიან ამბად
ლექსის მოყვარული სხვები,
შენში ვუერთგულებ მაგ ბავშვს
ვიდრე დასრულდება გზები . . .
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →