ჩანაწერი
Laravel
გედი
ჩემთან ახლოს ვხედავ გულში
სურათია ტბაზე გედის,
მოღიღინე თეთრი გედის,
სიმღერები უყვარს სევდის,
მის თვალებში მობრჭყვიალე
მძიმე ცრემლმა იწყო დენა,
ენატრება მის სატრფოსთვის
მზის ჩასვლისას თავის ბჯენა,
თავებს შორის წყლის წვეთებში
მზის სხივების ცისარტყელა,
ეს სიმღერა არემარეს
შემოევლო ცის სარტყელად,
ბოლო ნოტმაც გაიფრინა
და შესცვალა სულ ელფერი,
ახლა ჩემს ცას მკვეთრად დაჰრავს
მონატრების სულ სხვა ფერი,
მე შენს ტრფობას ვერ ვინახავ
სიჩუმეში მდუმარებით,
ახლა დროა შეიცვალოს
სუდარები სულ დარებით,
რა რთულია ჩუმად ტრფობა,
შენი ჩუმად სიყვარული
და თბილისის ძველ ქუჩებში
ჩემთვის ობლად სიარული.
სურათია ტბაზე გედის,
მოღიღინე თეთრი გედის,
სიმღერები უყვარს სევდის,
მის თვალებში მობრჭყვიალე
მძიმე ცრემლმა იწყო დენა,
ენატრება მის სატრფოსთვის
მზის ჩასვლისას თავის ბჯენა,
თავებს შორის წყლის წვეთებში
მზის სხივების ცისარტყელა,
ეს სიმღერა არემარეს
შემოევლო ცის სარტყელად,
ბოლო ნოტმაც გაიფრინა
და შესცვალა სულ ელფერი,
ახლა ჩემს ცას მკვეთრად დაჰრავს
მონატრების სულ სხვა ფერი,
მე შენს ტრფობას ვერ ვინახავ
სიჩუმეში მდუმარებით,
ახლა დროა შეიცვალოს
სუდარები სულ დარებით,
რა რთულია ჩუმად ტრფობა,
შენი ჩუმად სიყვარული
და თბილისის ძველ ქუჩებში
ჩემთვის ობლად სიარული.
Laravel
კომენტარი
0