შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენი ტაძარი

ღამემ მტკვრის პირას გატარებულმა
ჩემი ნათლობა შემომახსენა,
დამაფიცა რა ამურის ხატზე,
და შენს ტაძარში შემომასვენა,

ამ ხატზე იყო გადაწერილი
ხელთ-ისარი და ზურგა-ფრთიანი,
აჰ, ეს ისაა, რომ წერებულა,
გალაკტიონი, ასათიანი,

ყოველ ლოცვაზე მე პირჯვარს ვიწერ,
და ჩუმად გინთებ დიდების სანთელს,
ამ ტაძრიდან მე როცა გავდივარ,
ვერა ვასხვავებ ცუდსა და ჯანმრთელს,

თუ საჭიროა, ყოველდღე დავწერ
და შემოგწირავ შენ მე ამ ლექსებს,
მხოლოდ ერსა გთხოვ - შენდობა მომეც,
ნუ ამომითხრი ტრფობისა ფესვებს,

ეჰ, შენ ღმერთი ხარ ჩემი და გიმზერ,
სულ ერთადერთი იქნები ჩემთვის,
იქნებ ისმინო ისევ ეს ფიცი,
რომ მიყვარხარ და მოვკვდები შენთვის!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →