შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

არა ვარ ღირსი

პეპე პეპე 6 წლის წინ
ეხლა რომ სიტყვებს ვუგებ ხარაჩოს
ნეტავ აგება მწადია რისი?
გარდავიცვლები უცნობ მელექსედ
მე პოეტობის არა ვარ ღირსი.

ნაფერადები გამოჩნდა სივრცე
შემოახუნდა მიზნებს მიზანი,
დავეხეტები აღმიდან დაღმა
დედამიწაზე როგორც ხიზანი.

ნაბურუსევი დგას გარიჟრაჟი
მეკი წყვდიადი მაკრავს არტახებს,
არ დავინანებ დასასრულისთვის
სიცოცხლეს ჩემსას განაპარტახებს.

ეხლა რომ ლოცვებს ვკითხულობ მშვიდად
ნეტავ იმედი მაქვს,ნეტავ რისი?
გარდავიცვლები ჯოჯოხეთისთვის
სასუფეველის არა ვარ ღირსი.
Laravel

კომენტარი

1
ზურაბ ჭიოკაძე ჟურნალისტი დონე 1 · ახალბედა 6 წლის წინ
მაგარი კარგი ლექსია, მელანქოლიურია ოღონდ. სასუფეველს კი რათქმაუნდა არცერთი არავართ ღირსი.
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →