შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

როცა

პეპე პეპე 6 წლის წინ
როცა სიტყვები ცრის როგორც წვიმა
და როცა სულში ბობოქრობს ქარი,
ზამბახებს მშვიდი სიზმრებით სძინავს
ეკლებ დაცლილი სულს ღაფავს ნარი.

გორაკებს იქით ან ბორცვებს მიღმა
ყვავილობს ალბათ ველური სელი,
არა ჩურჩული არ კმარა მაშინ
სიტყვას თუ ერწყმის რითმების ქსელი.

გადანამული ჭადრების ბოლოს
ჩრდილები მთვარეს გადასწვდა თითქმის,
დუმილამდე და დუმილის შემდეგ
სიტყვები,ისევ სიტყვები ითქმის
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →