ჩანაწერი
Laravel
დრო პოეტობის
გაცისკროვნება დაიწყო მაშინ
ქარი არხევდა ხოდაბუნს როცა,
დანაოჭებულ ჭაობებს იქით
ზღვის მღელვარებამ ზღვა გააოცა.
გაცრეცილ ბინდში წყდება სიზმარი
რომელიც ღამის დანამატია,
მთაგრეხილებში სუფევს ბურუსი
შემოვლებული როგორც მანტია.
გაუფერულდა სიმწვანე თითქოს
ეულად მდგომი ბებერი პალმის,
მიყუჩებული შრიალებს ფიჭვი
ფოთლებზე ობი დაედო ლამის.
ხმებიდან ხმებში ირევა ექო,
გაჰყვირის სადღაც თუნუქის ბუკი
და პოეტობის დრო მოვა ისევ
დარაბებს დარი ღირსა თუკი.
ქარი არხევდა ხოდაბუნს როცა,
დანაოჭებულ ჭაობებს იქით
ზღვის მღელვარებამ ზღვა გააოცა.
გაცრეცილ ბინდში წყდება სიზმარი
რომელიც ღამის დანამატია,
მთაგრეხილებში სუფევს ბურუსი
შემოვლებული როგორც მანტია.
გაუფერულდა სიმწვანე თითქოს
ეულად მდგომი ბებერი პალმის,
მიყუჩებული შრიალებს ფიჭვი
ფოთლებზე ობი დაედო ლამის.
ხმებიდან ხმებში ირევა ექო,
გაჰყვირის სადღაც თუნუქის ბუკი
და პოეტობის დრო მოვა ისევ
დარაბებს დარი ღირსა თუკი.
Laravel
კომენტარი
0