შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მედეას ლანდი

ქარში მიმოზებს თუ
დაეწევი,
დაგელოდები მე კი
მთაწმინდას,
შესვამ ხავერდზე
დაწურულ მტევანს?
თუ დამიწვები ვითა
მედეა
გაკაპასდები ენით დამგესლავ
თვალს დამიფარავ
სავსე მტევნებით
მე კი ნაყოფით შენში
შემოვალ,
აქარქარდები როგორც
აპრილი,
ელვა დაფნებს სხივებით
დაწვავს
ზღვა კი ჩაძირავს ბებერ
იალქანს
მე იმ ძალად ვეწამე მიწას
აკანკალებულ თეძოებს
ვთანგავ
მე იმ ტრაგიზმის ნაყოფი
შევსვი
რომე გქვია მედეა
ლანდად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →