ჩანაწერი
Laravel
ომა და ლიზი, ლიზი და ომა
ზღვის ტალღებს ვაყურადებ, მსურს მათი ხელით წვდომა.
მხიბლავს მზის სიკაშკაშე, ღამით ვარსკვლავთა კრთომა.
ამ სიმყუდროვეს არღვევს - თქვენი ალერსის ნდომა,
მიყვარხარ ჩემო ლიზი! მიყვარხარ ჩემო ომა!
ფერად იალქნებს არხევს ზღვის მონაბერი ბრიზი,
გემბანზე სუფევს გრძნობა სათუთი და ფაქიზი.
ამ იდილიას არღვევს - ჩემი ერთი კაპრიზი,
მსურს გეამბორო ომა, მსურს გეამბორო ლიზი.

კომენტარი
0