შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

კომენდანტის საათი

პოლ ელუარი 7 წლის წინ
მერე რაა რომ იცავდნენ კარებს
მერე რაა რომ ჩაკეტილნი ვიყავით თურმე
მერე რა რომ დაპყრობილი იყო ქალაქი
მერე რა რომ იარაღი აგვყარეს ყველას

მერე რა რომ იყო შიმშილი
მერე რა რომ ჩამოწვა ღამე
მერე რა რომ ჩვენ იმ ღამეს
გვიყვარდა ერთმანეთი.



(თარგმანი ლანა ღოღობერიძისა)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →