ჩანაწერი
Laravel
ვინც გულს მკერდიდან...
ვინც გულს მკერდიდან ღამისაკენ აასწრაფებს, ვარდს მოიპოვებს.
მისია ვარდის ფურცელიც და ეკალიც _ მისი.
სწორედ მის თეფშზე დაასვენებს ვარდი თავის შუქს,
აღივსებიან სურნელებით მისნი სასმისნი,
თავბრუს ახვევენ მას ჩრდილები სიყვარულისა.
ვინც გულს მკერდიდან ღამისაკენ მიმართავს და მაღლა ატყორცნის:
ის არ ააცდენს,
ის ქვას ქვას უწვდენს,
საათიდან სისხლი ჟღერს მისთვის,
ის დრო-ჟამს ზომავს თავისი დროით:
მას უფლება აქვს ითამაშოს ულამაზესი ბურთებით და
ისაუბროს შენზე და ჩემზე.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

კომენტარი
0