შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ცეცხლის ნაჭდევი

პაულ ცელანი 7 წლის წინ
ჩვენ ძილს დავხსნოდით, რაკიღა უკვე ურვის საათის მექანიზმში ვიმყოფებოდით
და, როგორც წნელებს, ჩვენ ვდრეკდით ისრებს,
და უმალ უკუსხლტებოდნენ და დროს როზგავდნენ სისხლისდენამდე,

და მზარდი მწუხრის დასაცავად ხმას იმაღლებდი,
და “შენ” თორმეტჯერ ვუთხარ შენი სიტყვების ღამეს,
და ის განიხვნა და განხვნილი დარჩა ასევე,

და ერთი თვალი მის კალთას ვანდე, შენ ჩაგიმაგრე თმაში მეორე
და მე მათ შორის ცეცხლსადენი დავახვიე, არტერია გაშიშვლებული _
და იქიდან ამოინთხა ცინცხალი ელვა.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →