შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ყარიბობისას

პაულ ცელანი 7 წლის წინ
ეს ის ჟამია, თანამგზავრად მტვერს რომ აგიჩენს,

შენს პარიზულ სახლს _ შენივ ხელთა მსხვერპლშესაწირად,

შენს შავ თვალს _ შენივ უშავეს თვალად.

ეს სამკვიდროა, რომ უპყრია შენი გულის მოსართავები.

გაგეშლებოდა თმა, დაშურებულს _ მაგრამ მას ეს აკრძალული აქვს.

მათ არ უწყიან, დამდგარან და ხელებს გიქნევენ.


(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →