ჩანაწერი
Laravel
CORONA
ჩემი ხელიდან აგემოვნებს შემოდგომა თავის ფოთლეულს: ჩვენ დავმეგობრდით.
დროს ნაჭუჭისგან ვასუფთავებთ და სიარულს შევასწავლით:
დრო ბრუნდება ნიგვზის ნაჭუჭში.
სარკეში _ კვირა,
სიზმრად სძინავთ,
ბაგე არ ცრუობს.
ჩემი მზერა ეშვება სატრფოს სარცხვინელისკენ:
ერთმანეთს ვუმზერთ,
ჩვენ ერთმანეთს ბნელს ვეუბნებით,
ჩვენ ერთმანეთი ისე გვიყვარს, ვით ყაყაჩოს და მეხსიერებას,
ჩვენ ისე გვძინავს, როგორც ღვინოს _ ნიჟარებში,
როგორც ზღვას _ მთვარის სისხლის ნაკადში.
სარკმელთან ვდგავართ, ერთმანეთს ვართ გადაჭდობილი, ქუჩიდან კი გვაცქერდებიან:
დროა, იცოდნენ!
დროა, დანებდეს ქვა ყვავილობას,
ფორიაქმა აიკლოს გული.
დროა, დრო დადგეს.
დროა.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

კომენტარი
0