შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სიშორის ქება

პაულ ცელანი 7 წლის წინ
შენი თვალების თავწყაროში
შეშლილი ზღვის მეთევზეთა ბადეები გალაღებულან.
შენი თვალების თავწყაროში
თავის სიტყვას ზღვა არ ღალატობს.

აქ განვიშორებ
გულს, რომელიც კაცთა შორის დავანებულა,
ჩემს შესამოსელს და ფიცის ციალს:
უკუნში უკუნს აღმატებული, ვარ უშიშვლესი.

მე ერთგული ვარ მხოლოდ მაშინ, როცა ვღალატობ.
მე შენ მაშინ ვარ, როცა მე მე ვარ.
შენი თვალების თავწყაროში
აფრებს ვშლი და ძარცვას ვოცნებობ.

ბადეს ბადევე მოიბადებდა:
განვიწვალებით ერთმანეთში გადახლართულნი.
შენი თვალების თავწყაროში
ჩამომხრჩვალი თოკს ჩამოახრჩობს.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →