ჩანაწერი
Laravel
წელიწადები შენით ჩემამდე
მოგეტალღება თმა კვლავ და კვლავ, როცა მე ვტირი. შენი თვალების სილურჯით
შლი
სუფრას ჩვენი სიყვარულისა: ზაფხულსა და შემოდგომას შორის საგებელს.
ჩვენ ვსვამთ, რაც იმან ააქაფქაფა, ვინც არ ვიყავით არც მე, არც შენ ან ვინმე მესამე:
ცარიელს და უკანასკნელს ხარბად ვისრუტავთ.
ერთმანეთს ვუმზერთ სარკეებში უღრმესი ზღვისა და უმალ საკვებს ვუწვდით
ერთმანეთს:
ღამე ღამეა, ალიონით იწყება და
მე მაწვენს შენთან.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

კომენტარი
0