შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე ჯერაც ძალმიძს...

პაულ ცელანი 7 წლის წინ
მე ჯერაც ძალმიძს შენი დანახვა: ექოსი,
მოხელთებადისა გრძნობად-
სიტყვებით, სწორედ რომ დამშვიდობების-
ქიმზე.

წყნარად ფრთხის შენი სახე,
ანაზდად
განათებული, ვით ნათურა,
ჩემში, იქ, სადაც

ამბობენ უმტკივნეულეს “არა”-ს.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →