შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ნამი ხოლო...

პაულ ცელანი 7 წლის წინ
ნამი. ხოლო მე შენთან ვიწექ, შენ, ნაგავში,
მონამქრული მთვარე
უხვად გვაყრიდა პასუხს,
ჩვენ ერთურთს განვენამცეცებოდით,

კვლავ ერთ კოშტად ვიკვროდით მერე.
ღმერთმა გატეხა პური,
პურმა გატეხა ღმერთი.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →