შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

LYON, LES ARCHERS

პაულ ცელანი 7 წლის წინ
გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ


რკინისისარი, მოწვართული,
აგურის ნიშში:
მომიჯნავე-ათასწლეული
გარეშექმნილა, უძლეველი,
უთვალთვალებს
შენს მეგზურ თვალებს,
ამიერ,
წილნაყარი მზერებით,
აღვიძებ იმას, მომიჯნავე ვინც არის შენი,
იგი ხდება უმძიმესი,
უმძიმესი,
და შენც, ყველაფრით,
რაც გარეშედ ქცეულა შენში,
ხდები გარეშე,
სიღრმისეული,
ის ერთი
ლარი
ჭიმავს კუთვნილ ტკივილს თქვენს ქვემოთ,
მიზანი, უკვლოდ განმქვრეული,
ელვარებს, მშვილდი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →