შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ერთხელ

პაულ ცელანი 7 წლის წინ
ერთხელ,
მე ვიყავ მოყურადე,
ის, უხილავი,
სიმართლეს ვამბობ,

მთელი ღამე სამყაროს ბანდა.
ერთი და დაუსრულებელი,
ნაცარტუტადშთენილი,
შთენა.

იყო ნათელი. და – გადარჩენა.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →