შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გზამოშანთული...

პაულ ცელანი 7 წლის წინ
გზამოშანთული
შენი ენის ელვარე ქარით
ჭრელი უბნობა და-
თმენილის _ ას-
ენისწვერა ჩემი-
ლექსი, ეს არალექსი.
ამო-
ბურღული,
თავისუფლად
გზა კაცთაგანის-
სახოვან თოვლში,
მონანიეთოვლში, მიმართ
სტუმართმოყვარე
ოთახთა და მაგიდათა, ყინულოვანთა.
ღრმად
ჟამთაბზარში,
ფიჭაყინულის
თანაერთ
იცდის, სუნთქვისბროლი,
უეჭველი შენი
სამხილი.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →